მან სიტის მეკარეს ჯეიმს ტრაფორდს გუნდის დატოვება სურს.
კლუბის აღზრდილი ინგლისელი კარის დარაჯი ეტიჰადზე გასულ ზაფხულს, ბარნლიდან 27 მილიონ ფუნტად დაბრუნდა, თუმცა მისი ტრანსფერიდან რამდენიმე კვირაში კლუბმა ჯანლუიჯი დონარუმაც დაიმატა და იტალიელი გუნდის ძირითად მეკარედ იქცა.
ბრიტანული პრესა წერს, რომ ტრაფორდი მშობლიურ კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და სიტის დატოვება ტრანსფერიდან სულ რაღაც 5 თვეში მტკიცედ გადაწყვიტა.
თავდაპირველად კლუბმა ტრაფორდი ახალი სეზონისთვის ძირითად მეკარედ იყიდა, თუმცა ყველაფერი დონარუმას ტრანსფერმა შეცვალა და ინგლისელი მტკიცე სარეზერვო სტატუსს დაეუფლა.
პსჟ-დან გადმოსვლის შემდეგ, დონარუმამ პრემიერ ლიგის უკლებლივ ყველა მატჩი სასტარტოდან დაიწყო.
არაა გამორიცხული, ტრაფორდმა კლუბის დატოვება ამ ზამთარსვე სცადოს.