მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა სერიოზულად არის დაინტერესებული ალფონსო დეივისის ფსიქოლოგიური მდგომარეობით.
მორიგმა ტრავმამ მცველისთვის სეზონი ვადაზე ადრე დაასრულა, რამაც მისი წლის უმთავრეს ტურნირზე ასპარეზობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
პარი სენ-ჟერმენთან მატჩში მიღებული კუნთის დაზიანება 25 წლის ფეხბურთელისთვის ბოლო თვეებში უკვე მესამეა. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, კრისტოფ ფროინდმა, აღნიშნა, რომ ეს დეივისისთვის მენტალურად უმძიმესი პერიოდია:
ეს ძალიან რთულია, განსაკუთრებით მისთვის. მას შემდეგ, რაც მუხლის მძიმე ტრავმა მოიშუშა, კუნთის პრობლემები მოსვენებას არ აძლევს. ეს მასზე მენტალურადაც მოქმედებს, თუმცა ჩვენ ყველანაირად დავუდგებით გვერდში
ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენტ კომპანიმაც დაადასტურა, რომ ახლა მთავარი პრობლემა არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური აღდგენაა:
ფიზიკურად არ ვნერვიულობ, ის დაბრუნდება. მაგრამ მენტალურად ეს წარმოუდგენლად რთულია. ზოგჯერ პატარა ტრავმები, რომლებიც მეორდება, ფსიქოლოგიურად უფრო მძიმე დასაძლევია
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს იწყება და დეივისი ახლა დროსთან ბრძოლაშია.