ბარსელონამ ლამინ იამალის ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
,,ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ლამინ იამალს მარცხენა ფეხის ბიცეფსის კუნთის დაზიანება აქვს.
ფეხბურთელი კონსერვატიული მკურნალობის გეგმას გაივლის. ლამინ იამალი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს და მოსალოდნელია, რომ მზად იქნება მსოფლიო ჩემპიონატისთვის." - წერია კატალონიური კლუბის განცხადებაში.
ბარსელონას 18 წლის შემტევმა ტრავმა ვიგოს სელტასთან მატჩში პენალტის დარტყმის დროს მიიღო, რომელიც გოლად აქცია.