-
Aa
+
ფონტის ზომა
ტუხელმა ნახა როგორ ჩაატარა მისმა ყოფილმა გუნდმა შთამბეჭდავი შეხვედრა და როგორ გაიმარჯვა ბაიერნმა პირველ მატჩში 2:1. მიუხედავად იმისა, რომ ტუხელი ესპანეთის დედაქალაქში გამართული სანახაობრივი მატჩით ისიამოვნებდა, ის ბევრად უფრო კმაყოფილი დარჩებოდა ინგლისის ნაკრების სამი პოტენციური საკვანძო ვარსკვლავის თამაშით.
ჰარი კეინის მიერ მეორე ტაიმის დაწყებიდან 20 წამში გატანილი გოლი საკმარისი აღმოჩნდა ბაიერნისთვის მინიმალური უპირატესობის მოსაპოვებლად.
აშკარაა, რომ ტუხელი აქ თავისი კაპიტნის გამოსვლის შესაფასებლად არ მოსულა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ უჭირდა ინგლისს მის გარეშე ბოლო სანაკრებო პაუზის დროს.
ინგლისის ნაკრების მწვრთნელი უფრო მეტად იმ მოთამაშეების არჩევაზეა ფოკუსირებული, რომლებმაც ამ ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში ბოლო რამდენიმე ადგილი უნდა შეავსონ. ასევე იმაზე, თუ ვინ მოხვდება სასტარტო შემადგენლობაში 17 ივნისს, დალასში, ხორვატიის წინააღმდეგ გასამართ პირველ მატჩში.
ის კმაყოფილი დარჩებოდა იმით, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა რეალის სასტარტოში მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაიწყო. ლივერპულის ყოფილ მცველს ესპანეთის დედაქალაქში რთული სტარტი ჰქონდა და ბოლო სანაკრებო შეკრებაზე ის განაცხადს მიღმაც კი დარჩა. ტუხელმა 35-კაციან სიაში ცვლილებების შეტანისას არჩევანი ბენ უაითზე შეაჩერა.
ტუხელს ადრეც გამოუთქვამს შეშფოთება ალექსანდერ-არნოლდის თამაშის დაცვით ასპექტებზე, თუმცა ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა კარგად იცის მისი შემტევი ნიჭის შესახებ. ბერნაბეუზე მისი თამაშის ორივე მხარე გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ალვარო არბელოამ მარჯვენა ფლანგზე ფედე ვალვერდე დააყენა, რათა მცველს დახმარებოდა. რეალის მწვრთნელი აშკარად აცნობიერებდა იმ საფრთხეს, რომელსაც ლუის დიასი წარმოადგენდა ალექსანდერ-არნოლდის წინააღმდეგ პირისპირ დარჩენისას.
ტრენტმა რეალის მეორე ტაიმში გამოაცოცხლა. იგი საფრთხეს ქმნიდა სტანდარტულებიდან, შემდეგ კი იდეალური ჩაწოდება შეასრულა მანუელ ნოიერსა და მის მცველებს შორის არსებულ სივრცეში. კილიან მბაპეს გატანა აღარ გასჭირვებია.
ამ ეტაპზე რთული წარმოსადგენია, რომ რის ჯეიმსმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე ადგილი ვინმეს დაუთმოს, თუ ჩელსი კაპიტანი ფორმის შენარჩუნებას შეძლებს. თუმცა, მხოლოდ ჯეიმსს აქვს ალექსანდერ-არნოლდის მსგავსი შემტევი პოტენციალი ამ პოზიციაზე.
ეს გამოსვლა შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს ტუხელის დასარწმუნებლად, რომ ტრენტმა სასტარტოში დაიწყოს, მაგრამ მან დაამტკიცა, რომ ის პოტენციურად სასიცოცხლო იარაღია ინგლისისთვის. ნაკრები მეტოქეებთან ბურთის ფლობაში დომინირებას აპირებს და ასეთ დროს მისი უნარები ფასდაუდებელი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდერ-არნოლდის ადგილი შემადგენლობაში კვლავ განხილვის თემაა, მისი მადრიდელი თანაგუნდელი, ჯუდ ბელინგემი, აუცილებლად იქნება გუნდში, მიუხედავად იმისა, რომ ტუხელის მოსვლის შემდეგ მას ნაკრებში უცნაურად რთული პერიოდი ჰქონდა.
ერთ მომენტში ჩანდა, რომ ბელინგემმა ტუხელის ნდობა დაკარგა - განსაკუთრებით ნოემბერში, ალბანეთთან მატჩში მისი რეაქციის შემდეგ, როდესაც ის შეცვალეს. ახლა კი ნახევარდაცვის ცენტრში მხოლოდ ერთი ადგილი ჩანს თავისუფალი, რადგან ახალმა მწვრთნელმა დეკლან რაისისა და ელიოტ ანდერსონის დუეტი აირჩია.
სეზონის დასაწყისში მორგან როჯერსის ფორმამ ტუხელს ათი ნომრის პოზიციაზე საფიქრალი გაუჩინა, თუმცა ბელინგემი ბაიერნთან 62-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და აჩვენა ხარისხი, რომლის გამოც ის ამ ზაფხულს შეუცვლელი იქნება.
ბელინგემმა რეალის ნახევარდაცვას საჭირო ენერგია და კლასი შესძინა. მისმა რეიდებმა ვინისიუს ჟუნიორსა და მბაპეს არაერთი შანსი შეუქმნა, სანამ მისი ბრწყინვალე პასით ფრანგს კიდევ ერთი მომენტი არ მიეცა, რომელიც მანუელ ნოიერმა მოიგერია.

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები