ჟოზე მოურინიომ ბარსელონაში ასისტენტად მუშაობის პერიოდი და ის წარმოუდგენელი შრომა გაიხსენა, რაც იმ დონეზე დასამკვიდრებლად დასჭირდა.
„უნდა დამემტკიცებინა, რომ საკმარისად კარგი ვიყავი ამ დონეზე სამუშაოდ - რონალდოს, სტოიჩკოვის, პეპისა და ფიგუს გვერდით. მქონდა სიტუაციები, როდესაც ვალენსიაში ვიყავი, მომდევნო კვირის მეტოქეს ვადევნებდი თვალს, მატჩის დასრულებისთანავე ავტომობილით კამპ ნოუსკენ მივდიოდი და ჩვენი თამაშის დაწყებამდე 5 წუთით ადრე ჩავდიოდი.
შემდეგ შინ ვბრუნდებოდი, ღამის 3 საათამდე ანგარიშის მომზადებას ვრჩებოდი, დილით კი ვიღვიძებდი და ვარჯიშზე მივდიოდი. და ასე ყოველ კვირას. როდესაც ვხედავ ასისტენტებს, რომლებიც ამბობენ, რომ თავიანთი საქმით დაიღალნენ, ვეუბნები: „წადი შენი, წარმოდგენაც კი არ გაქვს, რას ნიშნავს ასისტენტობით დაღლა“.
სამი თვის განმავლობაში მეუღლის დედა გარდამეცვალა, და გარდამეცვალა და ქალიშვილი შემიძინა. წარმოუდგენლად მძიმე პერიოდი იყო. თუმცა ყველაფერს ვაკეთებდი, რათა ასეთ რთულ სიტუაციაშიც კი ამ დონეზე ყოფნა დამემსახურებინა.
ეს იყო ჩემი ცხოვრება - ბრძოლა კარიერისთვის. ახალგაზრდა, პორტუგალიელი ბიჭი, დიდი სახელისა და საფეხბურთო წარსულის გარეშე... საკუთარი თავი თავად უნდა დამემტკიცებინა“, - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.