ბარსა და მან სიტი ვაჭრობას აგრძელებენ.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბარსელონამ მანჩესტერ სიტის როდრის ტრანსფერთან დაკავშირებით ახალი წინადადებით მიმართა, რომელიც ბონუსების ჩათვლით 60 მილიონ ევროს შეადგენს.
მანჩესტერ სიტი ფეხბურთელის გაყიდვისთვის 80 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ბარსაში ოპტიმისტურად არიან განწყობილები და სჯერათ, რომ გარიგებას წარმატებით დახურავენ.
მხარეებს შორის კომპრომისი შესაძლოა 60-სა და 80 მილიონს შორის იპოვონ, სადაც გადამწყვეტ როლს სწორედ დამატებითი ბონუსების სტრუქტურა ითამაშებს.
პირველი შეთავაზება ბარსამ 45+5 მილიონი გააკეთა, თუმცა მან სიტიმ ის დაუყონებლივ დაბლოკა.