დუშან ვლაჰოვიჩი კარიერას ბეშიქთაშში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სერბ თავდამსხმელთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია, მხარეებმა 3-წლიან კონტრაქტზე მოილაპარაკეს.
უახლოეს პერიოდში ვლაჰოვიჩი სტამბოლში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
ვლაჰოვიჩის უკანასკნელი კლუბი იუვენტუსი იყო, რომელიც მან წინა სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
სერბი ფორვარდის სახელს ბარსელონას და სხვა გრანდებს უკავშირებდნენ, თუმცა მისი ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება მხოლოდ თურქულმა კლუბმა შეძლო.