მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გაიხსენა, თუ როგორ შეხვდა სამეფო კლუბის ფეხბურთელებს, როდესაც გუნდი ჩაიბარა.
„იქ სუპერგუნდი დამხვდა, კასილასი კი მისი კაპიტანი და საუკეთესო მოთამაშე იყო. თუმცა ფსიქოლოგიურად ის შესაფერის კონდიციაში არ იმყოფებოდა.
ჩვენი პირველი საუბრისას მან მიმითითა: „მოვედი, რათა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისთვის დამატებითი დასვენების დღეები ვითხოვო“.
მეორედ მან ვარჯიშის ერთი საათით გადაწევა ითხოვა, რადგან იმ დროს, როდესაც მე ვარჯიშის დაწყება მსურდა, მადრიდში დიდი საცობები იყო.
მესამედ კი თქვა, რომ სასტუმროში წასვლა არ სურდათ და ერჩივნათ მატჩის დღეს შეკრებილიყვნენ და პირდაპირ სტადიონზე წასულიყვნენ.
მაშინ მივხვდი, რომ ისინი უბრალოდ განებივრებულები იყვნენ“, - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.