HYPE Fighting-ის ორგანიზატორებმა ერევნის ღონისძიებაზე ოფიციალურად გამოაცხადეს არმან ცარუკიანის (23–3) მეტოქე. საღამოს მთავარ გრეპლინგ-შეხვედრაში ის შარა ბულეტ მაგომედოვს (16–1) დაუპირისპირდება.
ბრძოლა, რომელიც 30 დეკემბერს გაიმართება, უკვე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევა სომხური სპორტის ისტორიაში.
დაპირისპირება დიდ ინტრიგას ატარებს: მსუბუქი წონა საშუალო წონის წინააღმდეგ, ჭიდაობის ოსტატი დარტყმების სპეციალისტის წინააღმდეგ, იშვიათი კომბინაცია, რომელიც დამატებით ემოციას და სანახაობას სძენს მთავარ დაპირისპირებას.
ამავე ღონისძიებაზე ქართველი მებრძოლიც მიიღებს მონაწილეობას, თორნიკე სვანიძე იბრაჰიმ ისლამოვს დაუპირისპირდება.
Hype FC - ერევანი
გრეპლინგი - მთავარი ღონისძიება
არმან ცარუკიანი vs შარა ბულეტი
Bare-knuckle ბრძოლები
ლენდრუშ აკოფიანი vs ამირხან ოევი
თორნიკე სვანიძე vs იბრაჰიმ ისლამოვი
სულიმ ბისულტანოვი vs ისლამ იბრაგიმოვი
გენადი მაკარიანი vs შამილ გასანბეკოვი 2
რომან კალაშიანი vs სულეიმან მახმადოვი
ედგარ ოგანესიანი vs ხოჩბარ დაკაევი
ვაგე სარუხანიანი vs გაჯი მახდიევი
არმენ ატაევი vs ისა ალიბეკოვი
იაკობ ბუკინი vs მუსლიმ კუტუევი
აბი აბდუმალიკი vs მაქსიმ სალავიოვი