ცინცინატიში მიმდინარე 1000-ქულიანი ტურნირი დასკვნით ფაზაშია.
კაცთა და ქალთა თანრიგებში გაირკვა თუ ვინ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ნახევარფინალურ ეტაპზე.
კაცების პირველ ნახევარფინალში რეიტინგის ლიდერი, იანიკ სინერი 136-ე ჩოგან ტერენს ატმანს შეხვდება, ფინალის მეორე საგზურისთვის კი ალექსანდერ ზვერევისა და კარლოს ალკარასის მატჩი შედგება.
ქალთა პირველ ფინალისტს ვერონიკა კუდერმეტოვა და ჟასმინ პაოლინი გაარკვევენ, მეორე ფინალისტი კი ელენა რიბაკინასა და იგა შვიონტეკს შორის გამოვლინდება.
ნახევარფინალური მატჩები 16-17 აგვისტოს გაიმართება, ტურნირი კი 18 აგვისტოს დასრულდება.
2024 წელს ცინცინატის ღია პირველობის გამარჯვებულები იანიკ სინერი და არინა საბალენკა გახდნენ.