ზინედინ ზიდანმა რეალში მუშაობისას საკუთარი სამწვრთნელო მიდგომის შესახებ ისაუბრა.
„რეალში ჩვენ ყოველთვის ხელმისაწვდომები ვიყავით ფეხბურთელებისთვის. ჩემი აზრით, სწორედ ეს ხდის გუნდს ძლიერს — მწვრთნელი მოთამაშესთან ახლოს უნდა იყოს. თუ ამას ვერ აცნობიერებ, ამ პროფესიაში დიდხანს ვერ გაჩერდები.
ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მათ გვერდით ვიდგეთ. უნდა აჩვენო, რომ ყოველთვის მათთან ხარ. იმისთვის, რომ გასახდელმა მიიღოს ის იდეები, რომელთა დანერგვაც გსურს, აუცილებელია ფეხბურთელებთან ნდობის შექმნა.
თუ მოთამაშეები არ ეთანხმებიან ყველაფერს, რასაც სთავაზობ — იქნება ეს ვარჯიში თუ დატვირთვა — გუნდს ყოველთვის რაღაც დააკლდება.
ვფიქრობ, ჩვენთან მუშაობის პერიოდში მათ პროცესით სიამოვნება ნამდვილად მიიღეს ყველა დონეზე“, — განაცხადა ზიდანმა.