ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ნაკრების შემადგენლობის ნომრები გამოაქვეყნა ჩრდილოეთ ამერიკასა და მექსიკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
სამშაბათს წარდგენილმა სიამ გულშემატკივრებსა და ექსპერტებს გარკვეული წარმოდგენა შეუქმნა იმის შესახებ, თუ ვის მოიაზრებს თომას ტუხელი სასტარტო თერთმეტეულში ხორვატიის წინააღმდეგ ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩისთვის.
ნომრების მიხედვით, ნაკრების ლიდერებმა ტრადიციული მაისურები შეინარჩუნეს. ჰარი კეინი კვლავ 9-ნომრიანი მაისურით წარსდგება, ხოლო ჯუდ ბელინგემს 10 ნომერი გადაეცა. რაც შეეხება ფლანგის შემტევებს, ბუკაიო საკა 7 ნომრით ითამაშებს, ხოლო ენტონი გორდონს 18 ნომერი შეხვდა. დაცვის ხაზში ჯონ სტოუნსმა 5 ნომერი დაისაკუთრა, ხოლო მარკ გუეჰი 6 ნომრით იასპარეზებს.

თომას ტუხელის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით ეტაპს იწყებს და პირველ ამხანაგურ შეხვედრას ამ უქმეებზე, ფლორიდაში, ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.