თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის, გუნდის საბოლოო 26-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა.
თურქეთი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2002 წელს მე-3 ადგილი დაიკავა.
იტალიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, გუნდმა ევროპის პლეი-ოფში გასვლა მოახერხა, მას შემდეგ რაც E ჯგუფში ესპანეთის შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავა.
შემდეგ თურქეთმა რუმინეთი (1:0) და კოსოვო (1:0) დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
მეკარეები - უღურჯან ჩაქირი (გალათასარაი), ალთაი ბაიინდირი (მანჩესტერ იუნაიტედი), მერტ გიუნოქი (ბეშიქთაში)
მცველები - ფერდი ქადიოღლუ (ბრაიტონი), მერიჰ დემირალი (ალ აჰლი), ზეკი ჩელიქი (რომა), ოზან ქაბაქი (ჰოფენჰაიმი), მერტ მიულდური (ფენერბაჰჩე), აბდულქერიმ ბარდაქჩი (გალათასარაი), ერენ ელმალი (გალათასარაი), ჩაღლარ სოიუნჯუ (ფენერბაჰჩე), სამეთ აქაიდინი (რიზესპორი)
ნახევარმცველები - არდა გიულერი (რეალი), ჯან უზუნი (აინტრახტი), ორკუნ ქოქჩუ (ბეშიქთაში), ჰაქან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ისმაილ იუქსექი (ფენერბაჰჩე), ქაან აიჰანი (გალათასარაი), სალიჰ ოზჯანი (ბორუსია დორტმუნდი)
თავდამსხმელები - ქენან ილდიზი (იუვენტუსი), ბარიშ ალფერ ილმაზი (გალათასარაი), ქერემ აქტურქოღლუ (ფენერბაჰჩე), იუნუს აქგიუნი (გალათასარაი), ოღუზ აიდინი (ფენერბაჰჩე), დენიზ გიული (პორტუ), ირფან ჯან ქაჰვეჯი (ფენერბაჰჩე)
თურქეთის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარი:
14 ივნისი - ავსტრალია vs თურქეთი
20 ივნისი - თურქეთი vs პარაგვაი
26 ივნისი - თურქეთი vs აშშ