სლოვაკეთში 2025 წლის უეფას ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი იღებს სტარტს. ტურნირის პირველ სათამაშო დღეს 4 მატჩი გაიმართება.
სლოვაკეთი - ესპანეთი (20:00)
იტალია - რუმინეთი (23:00)
პოლონეთი - საქართველო (23:00)
პორტუგალია - საფრანგეთი (23:00)
საქართველო გათამაშებას პოლონეთთან შეხვედრით იწყებს, მატჩი ქალაქ ჟილინაში გაიმართება.
ევრო 2025 - საქართველოს U21 ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
პოლონეთი 21-წლამდე ევროს მას შემდეგ უბრუნდება, რაც წინა ტურნირი გამოტოვა და შეეცდება საუკეთესო შედეგი გააუმჯობესოს, რაც მეოთხედფინალში გასვლაა (1982, 1984, 1986, 1992 და 1994 წლებში).
საქართველომ კი ორი წლის წინ სენსაცია მოახდინა. 2023 წლის ტურნირის მასპინძლებმა პორტუგალია დაამარცხეს, ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებებთან ფრე ითამაშეს და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ.
პლეიოფში კი ჩვენები პენალტების სერიაში ისრაელთან დამარცხდნენ, იმ მატჩში მაყურებლის დასწრების მხრივ ახალგაზრდული ევროს რეკორდი მოიხსნა (44,338).
დამაინტრიგებელია, როგორ ითამაშებს საქართველო ამჯერად სახლის უპირატესობის გარეშე, გახსნით მატჩში რამაზ სვანაძის გუნდი შეეცდება პოლონელებთან უსიამოვნო სტატისტიკა გამოასწოროს - 1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება.
"ეს არის სტაბილურობა, რომლისკენაც მივდივართ" - სვანაძე ევროზე პირველი მატჩის წინ
გუნდების გზა ევრო 2025-მდე
პოლონეთი საკვალიფიკაციო ჯგუფში გერმანიასთან, ბულგარეთთან, კოსოვოსთან, ესტონეთთან და ისრაელთან ერთად მოხვდა.
პირველი ადგილი გერმანიამ 26 ქულით დაიკავა, პოლონელებმა კი 10 მატჩიდან 7 მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს, 2 წააგეს და 22 ქულით სამ საუკეთესო მეორეადგილოსან გუნდში მოხვდნენ, რითიც ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვდნენ.
გუნდის გამორჩეული მოთამაშე ლეხ პოზნანის შემტევი, ფილიპ შიმჩაკი იყო, რომელმაც შესარჩევში 5 გოლი გაიტანა.
საქართველოს ახალგაზრდული გუნდი ჯგუფში ნიდერლანდების, შვედეთის, ჩრდ. მაკედონიის, მოლდოვისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად იყო.
ნიდერლანდელები 30 ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ, სვანაძის გუნდმა კი 6 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს და 19 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს, რითიც პლეიოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.
ჩვენი გუნდი გადამწყვეტ დუელში ხორვატიას შეხვდა, რომელსაც პენალტების სერიაში სძლია და ზედიზედ მეორე ევროზე გავიდა.
ქართველების წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნოდარ ლომინაძემ, რომელმაც 3 გოლი გაიტანა, გადამწყვეტ სერიაში კი პანენკა დარტყმა შეასრულა.
U21 ევროზე, პანენკაზე, ნაკრების მიზანზე - ექსკლუზიური ინტერვიუ ნოდარ ლომინაძესთან