ლივერპულის ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა ეჭვქვეშ დააყენა მსაჯ კრეიგ პაუსონის გადაწყვეტილება, ფლორიან ვირცის ფულემის კარში გატანილი გოლის ჩათვლასთან დაკავშირებით.
„პირველ ტაიმში ლივერპული ისე თამაშობდა, რომ ამაზე უარესიც კი ძნელი წარმოსადგენი იყო. მეორეში ინტენსივობა ოდნავ გაიზარდა და ამაში მთავარი წვლილი ბრედლიმ შეიტანა.
ფლორიან ვირცმა გოლი გაიტანა და ახლა სამი მატჩში ორი გოლი აქვს, მაგრამ მე მგონია, რომ იქ თამაშგარე იყო. ისე ჩანს, თითქოს ვირცი უფრო ახლოს დგას კართან, ვიდრე ფულემის ფეხბურთელი.
ვიცი, რომ ზოგჯერ კადრის კუთხეს შეცდომაში შევყავართ, მაგრამ აქ თერთმეტმეტრიან ნიშნულზე ორიენტირებაც შეიძლება. უბრალოდ ვერ ვიჯერებ, რომ ეს გოლი ჩათვალეს“, — განაცხადა კარაგერმა.
ფულემთან გამართული მატჩი ლივერპულმა ფრედ 2:2 დაასრულა.