უიმბლდონის 2026 წლის ტურნირი დასკვნით ფაზაში შედის.
ქალთა თანრიგში უკვე ცნობილია თუ ვინ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს 1/4 ფინალურ ეტაპზე.
მარტა კოსტიუკი (უკრაინა) - ჟასმინ პაოლინი (იტალია)
ლინდა ნოშკოვა (ჩეხეთი) - ელის მერტენსი (ბელგია)
ჯესიკა პეგულა (აშშ) - კოკო გოფი (აშშ)
ნაომი ოსაკა (იაპონია) - კაროლინა მუხოვა (ჩეხეთი)
აღსანიშნავია, რომ ტურნირს ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშა WTA რეიტინგის ტოპ 3 მოთამაშე - არინა საბალენკა, ელენა რიბაკინა და იგა შვიონტეკი.
1/4 ფინალური მატჩები 7 ივლისს გაიმართება, ქალთა ფინალური შეხვედრა კი 11 ივლისს შედგება.