მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონზე მე-2 წრის მატჩი ჩაატარა.
ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელ ეშლინ კრიუგერს დაუპირისპირდა.
შეხვედრა 55 წუთი გაგრძელდა და ამერიკელის მარტივი გამარჯვებით 2 სეტში (6-1, 6-0) დასრულდა.
მარიამ ბოლქვაძემ დიდი სლემის ტურნირში კარიერაში მეორედ ითამაშა (პირველად 2019 წლის US Open-ზე) და კვალიფიკაციის გავლის შემდეგ პირველ წრეშიც იმარჯვა.
28 წლის ქართველმა უიმბლდონის ძირითადი ბადის საწყის მატჩში ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი 3 სეტში დაამარცხა.