მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის მე-2 წრეში ითამაშებს.
28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითადი ბადის პირველ წრეში ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი 3 სეტში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
დიდებული გამარჯვება - ბოლქვაძემ უიმბლდონზე პირველი მატჩი მოიგო!
უკვე ცნობილია, თუ ვინ იქნება ბოლქვაძის მეტოქე 1/32 ფინალში. მარიამი WTA-ის რეიტინგის 102-ე ნომერ ეშლინ კრიუგერს დაუპირისპირდება.
22 წლის ამერიკელი ჩოგბურთელიც ქართველის მსგავსად ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვდა.
კრიუგერმა პირველ წრეში გამოცდილი ხორვატი, რეიტინგის 34-ე ნომერი, დონა ვეკიჩი ორსაათნახევრიან ბრძოლაში, 3 სეტში დაამარცხა.
ქართველისა და ამერიკელის მატჩის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გაირკვევა.