მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი ჩაატარა.
WTA-ის რეიტინგში 545-ე ადგილზე მყოფი ქართველის მეტოქე რეიტინგის 94-ე ნომერი აილა ტომლიანოვიჩი იყო.
ქართველსა და ავსტრალიელს შორის მატჩი 2 სააათი და 2 წუთი გაგრძელდა და მარიამის გამარჯვებით 3 სეტში დასრულდა (6-2, 2-6, 6-4).
მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად იასპარეზა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.
ქართველის მეტოქე მომდევნო ეტაპზე ამერიკელი ეშლინ კრიუგერი იქნება, რომელმაც თავის მხრივ ხორვატ დონა ვეკიჩს 3 სეტში სძლია.
28 წლის ბოლქვაძის მომდევნო მოწინააღმდეგე WTA-ის რეიტინგში 102-ე ადგილზე იმყოფება.