უიმბლდონის პირველ წრეში მარიამ ბოლქვაძის მეტოქე გაირკვა.
ქართველი ჩოგბურთელის მოწინააღმდეგე ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი იქნება.
33 წლის ტომლიანოვიჩი WTA-ის რეიტინგში 98-ე ადგილზე იმყოფება. მისი საუკეთესო შედეგი უიმბლდონზე 2021 და 2022 წლებში დაფიქსირებული მეოთხედფინალია.
მარიამ ბოლქვაძე კი დიდი სლემის ტურნირზე კარიერაში მეორედ ითამაშებს. ქართველი 2019 წელს ამერიკის ღია პირველობის მეორე რაუნდში გავიდა.
მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-3 შეხვედრაც მოიგო და ძირითად ბადეში ითამაშებს.