აშშ-ს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურში თურქეთთან მარცხის (2:3) შემდეგ, პრესკონფერენცია ვადაზე ადრე დაასრულა.
არგენტინელი სპეციალისტი მედიის მხრიდან დასმული კითხვების ტონით უკმაყოფილო დარჩა.
მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ გუნდს ჯგუფში პირველი ადგილი მატჩამდეც განაღდებული ჰქონდა, ამიტომ ამ შეხვედრის შედეგს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა:
„შეიძლება ამას არ ვიმჩნევ, მაგრამ თქვენი კითხვები ცოტა უცნაურია. მეც კმაყოფილი ვარ და ფეხბურთელებიც. პირველ ადგილზე ვართ. დაბნეული ვარ. თითქოს ყველას გგონიათ, რომ დღეს სახლში მივდივართ, თურქეთი კი მსოფლიო ჩემპიონატზე რჩება, ასე არ არის?
თურქეთმა სამი ქულა იზეიმა, ავსტრალიამ - ჯგუფიდან გასვლა, პარაგვაიმ - ჯგუფიდან გასვლა... თქვენ კი ჯგუფში გამარჯვებაც არ მოგვილოცეთ. ეს ცოტა სევდიანია. ყველას უნდა შევახსენო, რომ ჯგუფი ჩვენ მოვიგეთ. უკაცრავად, მეგობრებო, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ“, - განაცხადა პოჩეტინომ, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან შეხვედრის ოთახი დატოვა.