05 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიგა 1-ს 28-ე ტურში ლიონმა შინ ლილი 2:1 დაამარცხა.
მატჩი ფონსეკას გუნდისთვის საშინაოდ დაიწყო - დიაკიტემ პირველივე წუთზე შეძლო სტუმრების დაწინაურება, თუმცა 38-ზე ლაკაზეტმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ტაიმი ფრედ დასრულდა.
მეორე ნახევარში მოედანზე ლაკაზეტის ნაცვლად გიორგი მიქაუტაძე 68-ე წუთზე გამოჩნდა და ორ წუთში ლიონმა გამარჯვების გოლის გატანა შეძლო - თავი ტოლისოს პასით ჩერკიმ გამოიჩინა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
ლიონმა 48 ქულა დააგროვა და ტოპ-ოთხეულში შეაღწია, ლილი კი 47 ქულით მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდა.
მიქაუტაძე მიღებულ დროში ბურთს 13-ჯე რშეეხო, 9-დან 9 ზუსტი პასი შეასრულა, თუმცა კარისკენ არ დაურტყამს და SofaScore-სგან 6.7 შეფასება მიიღო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები