ქართული წყალში ხტომის ისტორიაში უპრეცედენტოდ დიდი ამბავია - ქართველმა მსაჯმა ოქროს კატეგორიაში გადაინაცვლა.
World Aquatics-ის წყალში ხტომის მსაჯთა კომიტეტის 2026 წლის შედეგების მიხედვით, ქართველმა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა, ჭოლა ჭანტურიამ, საქართველოს წყალში ხტომის ისტორიაში პირველად, ვერცხლის კატეგორიიდან ოქროს კატეგორიაში გადაინაცვლა.
ჭანტურიას აღნიშნულ კატეგორიაში გადანაცვლება უმნიშვნელოვანესი წინსვლაა, რაც ზრდის იმის შანსს, რომ მან 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე მსაჯობის უფლება მიიღოს.
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია