საქართველოს ლიგა 4-ის ლიდერ ვესტ ჯორჯიას წელიწად-ნახევრიანი დაუმარცხებელი სერია დასრულდა.
აჭარლები გაგრა 2-ს სტუმრად შეხვდნენ, 0:2 წააგეს, რითაც მათი 52-მატჩიანი იღბლიანი სერია შეწყდა - 43 მოგება და 9 ფრე.
ვესტ ჯორჯია ახალი დაარსებული კლუბია და პირველი ოფიციალური შეხვედრა 2025 წლის 31 მარტს ჩაატარა - რეგიონალურ ლიგაში ეგრისს 3:1 მოუგო. 2025 წლის რეგიონალური ლიგის სეზონი 28 მოგებითა და 2 ფრით დაასრულეს, მიმდინარე სეზონის ლიგა 4-ში კი, როგორც გითხარით, 15 მოგება და 7 ფრე ჰქონდათ, გაგრა 2-მა კი მათ სვლას წერტილი დაუსვა.
როგორც არ უნდა იყოს, ვესტ ჯორჯიამ გამორჩეული საფეხბურთო ისტორია დაწერა, 52 შეხვედრაში არ დამარცხდა და, ჩემპიონატის ეგიდით, არსებობის ისტორიაში პირველი მარცხი სწორედ გაგრასთან იწვნია.
ლიგა 4-ის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, დასავლელები სატურნირო ცხრილში 6-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ - მეორე ადგილზე 46-ქულიანი სამცხეა, ხოლო ბორჯომსა და თბილისის არაგველებს 43-43 ქულა აქვთ.
რეგლამენტის მიხედვით, 30 ტურის შედეგებით, ცხრილში საუკეთესო სამეულში მყოფი გუნდები ლიგა 3-ის საგზურს მიიღებენ. გასულ სეზონში იბერია 2010, ივერია ხაშური და გურია ლანჩხუთი დაწინაურდნენ.
ფოტო: ვესტ ჯორჯია