დინამო თბილისის 19-წლამდელთა გუნდმა UEFA Youth League-ის 2026-27 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა.
უმცროსი დინამოელები შესარჩევის 1/4 ფინალური რაუნდის პირველ შეხვედრაში დინამო მინსკს დინამო არენაზე, მასპინძლის რანგში, დაუპირისპირდნენ და 3:4 დამარცხდნენ.
ბელარუსის ჩემპიონი ორბურთიანი სხვაობით სამჯერ იგებდა, თუმცა თბილისელებმა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება ყველა ასეთ სიტუაციაში შეძლეს - გოლები შოთა დიაკონიძის, ნიკა ადუაშვილისა და საბა ხოფერიას ანგარიშზეა.
დინამო თბილისი (4-2-3-1): დაჩი ჩოჩოშვილი - შოთა დიაკონიძე (ნიკა კობზონაძე; 69), ანდრია ნიჟარაძე, გიორგი ლომიძე (კაპ.), ნიკა ბენდელიანი (რატი ალექსიძე; 46) - ანრი ძნელაძე, ლუკა ციკოლია (ლუკა შარიქაძე; 46) - კობა კაკაშვილი, ნიკა ადუაშვილი, თორნიკე კვარაცხელია (გაბრიელ გოგუა; 62) - სანდრო მიქაუტაძე (საბა ხოფერია; 77). მთ. მწვრთნელი: ვასილ გეგუჩაძე.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 14 ოქტომბერს, კვლავ დინამო არენაზე გაიმართება, ოღონდ, ამჯერად ნომინალური მასპინძელი ბელარუსული კლუბი იქნება.
წყვილში გამარჯვებული საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალში დანიურ კოპენჰაგენზე გადის.
ფოტო: დინამო თბილისი