საქართველოს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონმა, იბერია 1999-მა მიმდინარე ეროვნულ ლიგაში უკვე 28 შეხვედრა ჩაატარა.
დედაქალაქელები ჩემპიონატის ცხრილს რუსთავთან ერთად ლიდერობენ მინიმუმ იქამდე, სანამ დინამო თბილისი ბათუმში ითამაშებს.
იბერიელთა საუკეთესო გამტანიც და ასისტენტიც ამპლუით მცველი გიორგი ჯინჯოლავაა, რომელიც პენალტებს ასრულებს და 8-დან 6 ბურთი სწორედ ასე შეაგდო.
1. გიორგი ჯინჯოლავა - 8 გოლი (5 ასისტი);
2. ამირან ძაგანია - 7 გოლი (1 ასისტი);
3. ვახო ბედოშვილი - 5 გოლი (2 ასისტი);
4. პაატა ღუდუშაური - 4 გოლი (2 ასისტი).
მიმდინარე ჩემპიონატში 2-2 გოლი აქვთ ნიკა დადიანს, გიორგი კუციას, ანდრია ბართიშვილს, ვაჰიდ სელიმოვიჩსა და ნიკა სიხარულაშვილს.
ჯინჯოლავას 5 საგოლე პასის შემდეგ, საუკეთესო გიორგი კუციას 4 ასისტია, ხოლო ნიკა დადიანმა 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
იბერია 1999 დღეიდან უკვე ბელგიურ სენტ ტრუიდენთან მატჩისთვის ემზადება - შეხვედრა სენტ ტრუიდენში, 15 ოქტომბრის 23:00 საათიდან დაიწყება.
VIDEO: იბერია 1999-მა მეშახტე დაამარცხა და ცხრილში გალიდერდა