ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური გამოსვლები დასრულდა და ცნობილია თუ რომელ ადგილზე გავიდა საქართველო საერთო ჩათვლაში.
საქართველომ ამ მსოფლიოზე 4 მედალი მოიპოვა - ტატო გრიგალაშვილი (ოქრო), ილია სულამანიძე (ოქრო), ეთერ ლიპარტელიანი (ვერცხლი) და გიორგი სარდალაშვილი (ბრინჯაო).
ამ მაჩვენებლით ჩვენმა გუნდმა ინდივიდუალურ საერთო ჩათვლაში მე-2 ადგილი დაიკავა და მხოლოდ იაპონიას ჩამორჩა.
მსოფლიო ჩემპიონატზე მინიმუმ 1 ოქროს მედალი შვიდმა ქვეყანამ მოიპოვა:
1. იაპონია - 7 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო
2. საქართველო - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
3. აზერბაიჯანი - 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო
4. ესპანეთი - 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
5. არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 1 ოქრო, 1 ვერცხლი
6. რუსეთი - 1 ოქრო, 4 ბრინჯაო
7. სამხრეთ კორეა - 1 ოქრო
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ გუნდური ასპარეზობით დასრულდება, სადაც საქართველოს ნაკრები მოქმედი ჩემპიონის ტიტულის დაცვას შეეცდება.