სამოყვარული ლიგის გუნდებს შორის ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, კერძოდ რუსთავში ჩატარდება.
საქართველოს მოყვარულთა ლიგის კლუბი ბასა UEFA Regions Cup-ის 2026-27 წლების სეზონის გათამაშებაში ერთვება.
მაღალი რეიტინგის გამო, ქართული კლუბი ტურნირში პირდაპირ, საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე, ერთვება და ჯგუფში მეტოქეებად ბულგარეთის, ჩეხეთისა და ყაზახეთის საუკეთესო გუნდები ჰყავს.
მატჩები რუსთავის აკადემიის სტადიონზე ჩატარდება: 14 ოქტომბერს ბულგარელებთან, 17-ში - ჩეხებთან, ხოლო 20-ში - ყაზახებთან.
აღნიშნული ჯგუფიდან შემდეგი ეტაპის საგზურს მიიღებს მხოლოდ პირველადგილოსანი, რომელიც მომავალ წელს გასამართ ფინალურ ეტაპზე, ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის, ითამაშებს.
ცნობისთვის, UEFA Regions Cup-ი ევროპის ჩემპიონატის ტოლფასი ტურნირია.