ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე კაცთა -100 კგ. წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
ქართველმა ძიუდოისტმა პირველი ეტაპი გამოტოვა და მეორე რაუნდში უნგრელი სომბორ ვეგი დაამარცხა. 1/8 ფინალში ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი მოლდოველ ვადიმ გიმბოვსჩის დაუპირისპირდა და იუკოთი დაამარცხა.
1/4 ფინალში კი სულამანიძე კი რუს ნიაზ ბილალოვს შეხვდა და ჯერ იუკოთი დაწინაურდა, შემდეგ კი რუსი ბეჭებზე გააკრა და გამარჯვება ნაადრევად მოიპოვა.
ქართველმა ილია სულამანიძემ 1/2 ფინალში იტალიელი ჯენარო პირელი 45 წამში იპონით დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალურ დაპირისპირებაში ილიას მეტოქე იაპონელი დოტა არაი იყო, რომელიც გოლდენ სქორში კონტრ-ილეთზე დაიჭირა და იუკოთი დაამარცხა.
25 წლის სულამანიძისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-2 მედალია, ილიამ 2021 წელს ბუდაპეშტში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახლა კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და მომდევნო წლის განმავლობაში წითელ არშიას მოირგებს.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ანგარიშზე უკვე 4 მედალია - ტატო გრიგალაშვილი (ოქრო) ილია სულამანიძე (ოქრო), ეთერ ლიპარტელიანი (ვერცხლი), გიორგი სარდალაშვილი (ბრინჯაო).