ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე კაცთა -100 კგ. წონითი კატეგორიის დღეა.
ქართველმა ილია სულამანიძემ 1/2 ფინალში იტალიელი ჯენარო პირელი 45 წამში იპონით დაამარცხა და მინიმუმ ვერცხლის მედალი გაინაღდა.
გადამწყვეტ დაპირისპირებაში ილიას მეტოქე იაპონელი დოტა არაი იქნება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება.
რაც შეეხება განვლილ გზას - ილია სულამანიძემ პირველი ეტაპი გამოტოვა და მეორე რაუნდში უნგრელი სომბორ ვეგი დაამარცხა.
1/8 ფინალში ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი მოლდოველ ვადიმ გიმბოვსჩის დაუპირისპირდა და იუკოთი დაამარცხა.
1/4 ფინალში კი სულამანიძე კი რუს ნიაზ ბილალოვს შეხვდა და ჯერ იუკოთი დაწინაურდა, შემდეგ კი რუსი ბეჭებზე გააკრა და გამარჯვება ნაადრევად მოიპოვა.