ილია სულამანიძის მოპოვებული ოქროს მედლის შემდეგ, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში დაწინაურდა.
ამ მომენტისთვის ჩვენს გუნდს 4 მედალი აქვს - ტატო გრიგალაშვილი (ოქრო), ილია სულამანიძე (ოქრო), ეთერ ლიპარტელიანი (ვერცხლი) და გიორგი სარდალაშვილი (ბრინჯაო).
ამ მაჩვენებლით საქართველო საერთო ჩათვლაში მე-2 ადგილს იკავებს და მხოლოდ იაპონიას ჩამორჩება.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ქვეყნების ხუთეული ამ წუთისთვის ასე გამოიყურება:
1. იაპონია - 7 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო
2. საქართველო - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
3. ესპანეთი - 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
4. აზერბაიჯანი - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო
5. არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 1 ოქრო, 1 ვერცხლი
ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების 3 წევრი იასპარეზებს - ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ)
მორიგი ოქროოო! ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!