ირმა ხეცურიანმა კარდიფში გამართულ პარაფარიკაობის ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ხმლით ფარიკაობის B კატეგორიაში ფინალამდე გააღწია, თუმცა იქ იტალიელ ანდრეა მოგოსთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ხეცურიანი კარდიფში რჩება, რათა ამავე ტურნირზე უკვე გუნდურ შეჯიბრებაში მიიღოს მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რაპირით ფარიკაობაში ასევე ვერცხლის მედალი აიღო ნინა თიბილაშვილმა.