ფედე ვალვერდემ ოლიმპიაკოსთან გამარჯვების შემდეგ (4:3) სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
მთელი კვირის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა, რომ მადრიდული გრანდის გასახდელი ორად არის გაყოფილი - ჩაბი ალონსოს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებზე.
„ამ კვირას უამრავი რაღაც დაიწერა, თუმცა ჩვენ იმაზე ერთიანები ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ.
იღბლიანი ხარ, როცა შენს გუნდში ვინი და მბაპე თამაშობენ, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაში ყველასთვის უდიდესი პატივია.
მე პირადად ბევრს ვშრომობ, რომ საუკეთესო დონეზე დავბრუნდე.
მისტერი [ალონსო] ყოველთვის ჩემს მხარეს იყო, მხარს მიჭერდა და მეხმარებოდა გაზრდასა და გუნდის დახმარებაში.
ყოველთვის ადვილი არ არის, თუმცა ტექნიკური სტაფი და ფეხბურთელები იმაზე ერთიანად ვართ, ვიდრე ოდესმე." - წერს ურუგვაელი.