ეკო გორგოძემ 2025 წლის სეზონი დაასრულა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"2025 წელს ყველაფერი გავიღე. ვამაყობ, მადლიერი ვარ და ცოტა გული მწყდება, რომ ეს სეზონი სრულდება, ჩემთვის მართლა ბევრს ნიშნავს. ყველა გამოწვევამ გამაძლიერა და ყველა მომენტმა რაღაც მასწავლა.
ახლა ცოტა ძალების აღდგენისა და ბევრი წინასასეზონო შრომის დროა, რადგან კორტზე დაბრუნებას მოუთმენლად ველოდები", - დაწერა გორგოძემ სოციალურ ქსელში.
ქართველმა ჩოგბურთელმა წლის ბოლო ტურნირი არგენტინის ქალაქ ტუკუმანიში ითამაშა.
გორგოძემ 2025 წელს, ერთეულთა შორის - 1, ხოლო წყვილთა შორის 3 ტურნირი მოიგო. შესაბამისად, კარიერაში ერთეულთა 19 და წყვილთა 46 ტიტული აქვს.