გავრცელებული ინფორმაციით, ვირჯილ ვან დაიკს ნამდვილად სურდა ამ სეზონში რეალში გადასვლა.
ესპანელი ჟურნალისტის, ხოსე ფელიქს დიასის ცნობით, ნიდერლანდელის აგენტები მადრიდელებს დაუკავშირდნენ და ფეხბურთელი ბოლო წუთამდე ელოდა მათ პასუხს.
როცა რეალმა არანაირი ინტერესი არ გამოიჩინა, ვან დაიკი საბოლოოდ დათანხმდა ლივერპულთან კონტრაქტის განახლების წინადადებას.
34 წლის მცველმა მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.
დღეს ლივერპულისა და რეალის მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.