VIDEO: 13-მატჩიანი მოუგებელი სერია - ტოტენჰემი ნოტინგემთან განადგურდა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურში ტოტენჰემმა ლონდონ სთედიუმზე ნოტინგემი მიიღო.
ეს ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რადგან როგორც ტოტენჰემი, ისე ნოტინგემი პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გაიხსნა. 45-ე წუთზე სტუმრები იგორ ჟესუსმა დააწინაურა. 62-ე წუთზე ფორესტმა სხვაობა ორამდე გაზარდა, თავი მორგან გიბს-უაითმა გამოიჩინა, რომელიც ლონდონელთა მცველებმა საჯარიმოში მარტო დატოვეს.
მატჩს წერტილი ტაივო ავონიმ დაუსვა, რომელმაც 87-ე წუთზე გაიტანა გოლი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ტოტენჰემი ნოტინგემთან 0-3 განადგურდა და პრემიერ ლიგაში უკვე 13-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
იგორ ტუდორის გუნდს 30 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში მყოფ ვესტ ჰემს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს, ფორესტმა კი ტოტენჰემს 2 ქულით გაუსწრო და სახიფათო ზონას 3 ქულით მოშორდა.