VIDEO: 17 წლის ბავშვის მორიგი ბრწყინვალე გასროლა - ბაიერნი მეტოქეების განადგურებას აგრძელებს
25 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის მე-8 ტურში მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად გლადბახი გაანადგურა.
შეხვედრა კომპანის გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
მე-19 წუთზე კასტროპის გაძევების გამო მასპინძლები თითქმის მთელი მატჩი 10 კაცით იყვნენ, რამაც შეხვედრა გარკვეულწილად გააფუჭა. თუმცა, რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, ბაიერნი წინ გასვლას დიდხანს ვერ ახერხებდა და მეტოქის კარი მხოლოდ 64-ე წუთზე აიღო.
საბოლოოდ, ბაიერნმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა, მასპინძლებმა კი 75-ე წუთზე მოპოვებული პენალტიც ვერ გამოიყენეს და მშრალად წააგეს.
ლამაზი წერტილი მატჩში 17 წლის შემტევმა ლენარ კარლმა დასვა, რომელმაც ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო თავის ბრწყინვალე გოლით გამოჩენა.
ბაიერნი უდანაკარგო სვლას აგრძელებს და ამ სეზონში უკვე 13-დან მე-13 მატჩი მოიგო - გუნდმა 24 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ ლაიფციგს 5 ქულით უსწრებს.