არიენ რობენს მიაჩნია, რომ ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე შეუძლია მისვლა.
„ბაიერნს საქმეები შესანიშნავად მისდის. განსაკუთრებით ის მომწონს, როგორ დალაგებულად თამაშობენ. გუნდი ერთიანად მუშაობს და თავს როგორც გუნდი ისე იცავს. 
თ ისინი ასე სტაბილურად გააგრძელებენ თამაშს, ისეთი ბიჭები, როგორებიც მაიკლ ოლისე და ლუის დიასი არიან, შესაძლოა საკვანძო ფიგურებად იქცნენ. ახლა ორივე კარგ ფორმაშია, სწრაფები და ერთი ერთზე სიტუაციებში ძლიერები არიან.
როცა ბაიერნი ასეთ კარგ ფორმაშია, როგორც ახლა, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. თუმცა, ფინალამდე ჯერ ძალიან შორია. ასევე იმასაც ვფიქრობ, რომ წელს ამ ტურნირზე სიურპრიზი გვექნება ერთი კლუბის სახით.
ყოველთვის საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და საკუთარ გუნდზე კონცენტრირება. კომპანი ძალიან კარგად უმკლავდება ამ სიტუაციას." - აღნიშნა ნიდერლანდელმა.