VIDEO: 2 მოხსნა ორმაგ დუბლამდე - მამუს გუნდმა ბოსტონთან მესამედაც წააგო
16 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ბოსტონ სელტიქსთან მიმდინარე რეგულარულში მესამედაც დამარცხდა - 117:125.
ქართველი რეპტორსის ძირითად ხუთეულში იყო და პარკეტზე 24:55 წუთი გაატარა - 15 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი. 8-დან 7 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 1 ბლოკიც ჰქონდა.
სანდროს წლევანდელ რეგულარულში ამაზე მეტი ქულა 4 თამაშში ჰქონდა - დალასთან (16); მილუოკისთან (18); ვაშინგტონთან (23) და ბოსტონთან დეკემბერში (24).
ამ მატჩის შედეგით, ბოსტონმა ნიუ იორკ ნიქსს აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილი ჩამოართვა, რეპტორსი კი კვლავ მე-4 პოზიციაზე დარჩა.
12 იანვრის 03:00 საათზე, დარკო რაიაკოვიჩის გუნდი კიდევ ერთ კონკურენტ და თავისზე 1 ადგილით ქვემოთ მყოფ ფილადელფიას საკუთარ დარბაზში უმასპინძლებს.