2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში კოსოვოს ნაკრებმა პრიშტინაში თურქეთი მიიღო.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 53-ე წუთზე ანგარიში სტუმართა მხრიდან ქერემ აქთიურქოღლუმ გახსნა.
საბოლოოდ თურქეთის ნაკრებმა სწორედ ამ გოლის წყალობით მოიგო და 2002 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
თურქეთი მუნდიალზე D ჯგუფში მოხვდა, სადაც აშშ-ის, პარაგვაისა და ავსტრალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.