VIDEO: 5:0 მეორე ტაიმში - დინამოს ლეგენდებმა აიაქსის ლეგენდები ქამბექით დაამარცხეს
19 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
დინამო თბილისის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, ამ გუნდის ლეგენდებსა და ამსტერდამის აიაქსის ლეგენდებს შორის საფეხბურთო მატჩი ჩატარდა. დინამოელთა ლეგენდებმა 0:2-დან 5:2 მოიგეს.
პირველ ტაიმში უპირატესობა ნიდერლანდელთა მხარეს იყო და ორი უპასუხო გოლიც გაიტანეს - ჯერ ამისულაშვილის შეცდომის შემდეგ რაიან ბაბელმა შეაგდო, რასაც რიკარდო ვან რაინის გოლი მოჰყვა.
მეორე ნახევარში მაარტენ სტეკელენბურგს გაცილებით მეტი საქმე ჰქონდა, რამდენჯერმე გუნდი გადაარჩინა, მაგრამ 5 გოლი მაინც მიიღო. 52-ე წუთზე, გიორგი დემეტრაძემ, თავისივე წაქცევისთვის დანიშნული, პენალტიდან შეაგდო - 1:2.
70-ე წუთიდან კი ქართველებმა გოლების ცვენა მოაწყეს - 9-წუთიანი ინტერვალით 4-ჯერ გაიტანეს. გიორგი მერებაშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, წერტილი კი ალექსანდრე იაშვილმა ლამაზი შორეული დარტყმით დასვა.