VIDEO: 954-ე გოლი - კრიშტიანუ რონალდუს ბრწყინვალე მაკრატელა
22 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საუდის პრო ლიგის მე-9 ტურში ალ ნასრმა ალ ხალიჯი 4-1 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან გოლები ჟოაო ფელიქსმა, უესლიმ, სადიო მანემ და კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანეს.
40 წლის პორტუგალიელმა მატჩს წერტილი კომპენსირებულ დროში ბრწყინვალე მაკრატელა დარტყმით დაუსვა. კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში 954-ე გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა.
ალ ნასრი 9-დან 9 მოგებით სატურნირო ცხრილს 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, მდევარ ალ ჰილალს 23 ქულა აქვს.
კრიშტიანუ რონალდუს კი ამ სეზონში 10 გოლი აქვს, მას მხოლოდ თანამემამულე ჟოაო ფელიქსი უსწრებს, რომლის ანგარიშზეც 11 გოლია.