კრიშტიანუ რონალდუ თეთრ სახლს ესტუმრა და დონალდ ტრამპის უმცროსი შვილიც გაიცნო.
აშშ-ს პრეზიდენტის გარდა, ღონისძიებაზე იმყოფებოდა საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი, Apple-ს გენდირექტორი ტიმ კუკი და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი.
შეხვედრის დროს, ტრამპმა განაცხადა, რომ მისი 19 წლის შვილი რონალდუს დიდი თაყვანისმცემელია.
„ბერონმა რონალდუ გაიცნო. ვფიქრობ, ახლა ის ცოტათი უფრო მეტად სცემს მამას პატივს, მხოლოდ იმიტომ, რომ რონალდუ გავაცანი." - აღნიშნა ტრამპმა.