სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
Rugby Championship-ის მე-6 ტურში ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრებმა ქალაქ ველინგტონში ავსტრალიას უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი მსაჯი ქართველი ნიკა ამაშუკელი იყო.
მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 33-13 დასრულდა. პირველი ტაიმი ზელანდიელებმა 19-13 მოიგეს, მეორე ტაიმში კი ავსტრალიელებმა 14 უპასუხო ქულა მიიღეს.
ახალი ზელანდიის მხრიდან ლელოებით თავი რისმა, ჯორდანმა, კლარკმა (2) და უილიამსმა გამოიჩინეს, ბარეტმა კი 4 გარდასახვა შეასრულა წარმატებით.
ავსტრალიელთა შემადგენლობაში ერთადერთი ლელო მაკრაითმა დადო, გარდასახვა კი ლოლესიომ შეასრულა ზუსტად, ლოლესიომ ქულები კიდევ 2 საჯარიმო დარტყმიდან მიუთვალა თავის გუნდს.
ნიკა ამაშუკელს შეხვედრის ბოლოს ყვითელი ბარათის გამოყენება დასჭირდა, მან მოედანი 77-ე წუთზე ზელანდიელთა მხრიდან კლარკს დაატოვებინა.
Rugby Championship-ის სატურნირ ცხრილში პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა 19 ქულით, ახალი ზელანდია მეორეა 16 ქულით, მესამეზეა არგენტინა 14 ქულით, ხოლო ავსტრალია ბოლო ადგილზე მხოლოდ 5 ქულითაა.
მე-6 ტურის მეორე მატჩში სამხრეთ აფრიკა არგენტინას დაუპირისპირდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები