ავსტრალიის ქალაქ პერთში ამხანაგური დერბი დელა მადონინა გაიმართა.
მილანისა და ინტერის მატჩი ფრანკო ბარეზის ხსოვნის საპატივსაცემოდ წუთიერი დუმილით დაიწყო. როსონერის ლეგენდარული კაპიტანი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის სტარტზე, 53-ე წუთზე კი ანგარიში ფედერიკო დიმარკომ გახსნა.
მატჩის ბოლოს, 84-ე წუთზე, ინტერის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად კრისტოფერ ნკუნკუმ შეასრულა და დერბის საბოლოო ანგარიში (1-1) დააფიქსირა.