ჰონგკონგში მანჩესტერ სიტისა და ინტერს შორის ამხანაგური მატჩი შედგა.
შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე მანჩესტერ სიტის მხრიდან დივინ მუბანამ გახსნა, მე-20 წუთზე კი წონასწორობა ბენჟამინ პავარმა გაათანაბრა.
გუნდებს შორის 90 წუთი ფრედ 1-1 დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა.
სიტის მხრიდან ერთადერთი პენალტი კლაუდიო ეჩევერიმ გაიტანა, რაიან აიტ-ნურიმ, აბდუკოდირ ხუსანოვმა და ნიკო გონსალესმა კი თავიანთი შანსები ვერ გამოიყენეს.
ინტერის შემადგენლობაში კი თავი პიოტრ ჟელინსკიმ, მატია მოსკონიმ და მატეო ლაველიმ გამოიჩინეს, დავიდე ფრატეზიმ კი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. საბოლოოდ მილანელებმა პენალტებში 1-3 იმარჯვეს.