პრემიერ ლიგის მე-7 ტურში არსენალმა სტუმრად ნოტინგემი 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე ნონი მადუეკემ გაიტანა და არტეტას გუნდს მძიმე შეხვედრა მოაგებინა.
7 ტურის შემდეგ არსენალს 18 ქულა აქვს და ლიდერ მან სიტის 3 ქულით ჩამორჩება, ნოტინგემი კი 5 ქულით მე-18 ადგილზეა.
მომდევნო ტურში არსენალი შინ ევერტონს მასპინძლობს, ნოტინგემი კი იფსვიჩს ესტუმრება.
0-1 მადუეკე 80'