გერმანიის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრაში აუგსბურგსა და ბაიერნს შორის ისტორია დაიწერა.
რობინ ფელჰაუერმა მატჩის დაწყებიდან 8 წამში გაიტანა და ბუნდესლიგის 63-წლიან ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა.
თანაც აღსანიშნავია, რომ თამაში ბაიერნმა დაიწყო, თუმცა მანუელ ნოიერმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რითიც ფელჰაუერმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.