VIDEO: მეორე ფრე 5 მატჩში - ბაიერნმა გალიდერების შანსი გაანიავა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის მე-5 ტურში ბაიერნი სტუმრად აუგსბურგს დაუზავდა - 2:2.
შეხვედრა ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლით დაიწყო - მასპინძლებმა მანუ ნოიერის შეცდომით მე-5 წამზევე ისარგებლეს და დაწინაურდნენ.
ანგარიში 55-ე წუთამდე შენარჩუნდა, როცა ჰარი კეინმა ისმაილ საიბარის გაატანინა.
64-ზე რიბეიროს გოლით აუგსბურგი კვლავ წინ გავიდა, თუმცა კომპანის გუნდმა ანგარიში მეორედაც გაათანაბრა და ასისტენტის როლი კვლავ ჰარი კეინმა მოირგო, რომელმაც ამჯერად ნათანიელ ბრაუნს გაატანინა.
ბაიერნმა 11 ქულა დააგროვა და ლიდერ დორტმუნდს 2 ქულით ჩამორჩება, აუგსბურგი კი 8 ქულით მე-6 ადგილზეა.