VIDEO: ბენზემას ალ იტიჰადმა რონალდუს ალ ნასრი თასიდან გააგდო
28 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საუდის არაბეთის მეფის თასის 1/8 ფინალში ალ ნასრი ალ იტიჰადს დაუპირისპირდა.
კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ძველი მეგობრები, კრიშტიანუ რონალდუ და კარიმ ბენზემა, ამჯერად გამარჯვებული ეს უკანასკნელი გამოდგა.
მე-15 წუთზე ანგარიში სწორედ ფრანგმა თავდამსხმელმა გახსნა, 30-ე წუთზე ანჯელომ წონასწორობა აღადგინა, ტაიმის ბოლოს კი ჰუსემ აუარმა კვლავ წინ გაიყვანა ალ იტიჰადი.
მეორე ტაიმის სტარტზე ალ იტიჰადი ალ ჯულაიდანის წითელი ბარათის გამო კაცნაკლული დარჩა, თუმცა ალ ნასრმა ამით მატჩის ბოლომდე ვერ ისარგებლა და ტურნირს გამოეთიშა.